ოპოზიციის ინიციატივა

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მოლაპრაკების მომდევნო რაუნდზე, ახალი წინადადებით მისვლას გეგმავს ოპოზიცია. ინიციტივა გერმანული მოდელისგან განსხვავებული იქნება, თუმცა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. კონსულტაციებზე შეკრებას სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები მომავლ კვირაში გეგმავენ. უფრო მეტი ინფორმაცია მათ ახალ პროექტთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

მმართველი გუნდის შეთავაზება კი არ შეიცვლება. ინიციტივა, რომელიც 50/100-ზე პრინცპის გულისხმობს, ისევ ძალაშია. თუმცა ეს მოდელი ქართული ოცნების ოპონენტებისათვის მიუღებელია. როდის დასხდებიან მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან ჯერ-ჯერობით ისევ დაუზუსტებელია.