ოპოზიციის გეგმები

პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად, ოპოზიცია თელავში საპროტესტო აქციისთვის ემზადება. ქალაქის მერიის მიერ ალტერნატიული ტერიტორიის შეთავაზების მიუხედავად, ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის და შეკრებას ისევ ერეკლე მეორის ძეგლის მიმდებარედ გეგმავს.

მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.  ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მსვლელობა თბილისიდან დაიწყება. ამასთან, ინაუგურაციის დღეს აქციები   ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმშიც გაიმართება.