ვინ მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში – ეს თემა ოპოზიციაში ისევ უთანხმოების საკითხია. პარტია „გირჩი“ აცხადებს, რომ პროცესში ჩაერთვებიან. მუნიციპალური არჩევნებისთვის მზადების შესახებ მიუთითებს გიორგი გახარიაც. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსჯელებს, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი პირობებით ჩატარდება და აქციების დროს დაკავებული პირები გათავისუფლდებიან. მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიცია სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით გარე ძალების გადაწყვეტილებას ელოდება.