ოპოზიციის გეგმები თვითმმართველობის არჩევნებში
 ვინ მიიღებს მონაწილეობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში – ეს საკითხი ოპოზიციაში ისევ უთანხმოების თემაა. პარტია „გირჩი“ აცხადებს, რომ პროცესში ჩაერთვებიან. მუნიციპალური არჩევნებისთვის მზადების შესახებ მიუთითებს გიორგი გახარიაც. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იმსჯელებს, თუ ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და აქციების დროს დაკავებული პირები გათავისუფლდებიან.
მმართველ გუნდში კი დაწმუნებულები არიან, რომ ოპოზიცია სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით გარე ძალების გადაწყვეტილებას ელოდება.