ოპოზიციის გეგმები - შეფასებები

4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შემდეგ როგორია ოპოზიციის გეგმები. პარტია „ლელო“ წერილობით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ ამომრჩევლებთან და არჩეულ დეპუტატებთან ერთად, საშტაბო ფორმატში გააგრძელებს მუშაობას. გიორგი გახარიას გუნდში ამბობენ, რომ ბოიკოტის შეცდომაში საზოგადოება სათანადოდ ვერ დაარწმუნებს და შეცდომების გათვალისწინებით გაასმაგებულად იბრძოლებს. „ნაციონალური მოძრაობა“ დანარჩენ ოპოზიციას კვლავ ერთიანობისკენ და ერთმანეთის ნაკლები კრიტიკისკენ მოუწოდებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, რადგან მათი თქმით, ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას და უცხოეთიდან დირექტივებს მიღებას მომავალშიც გააგრძელებს.