ოპოზიციის გეგმები - შეფასებები

რვა ოპოზიციური პარტია, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რეგიონებში „წინააღმდეგობის წევრების ორგანიზებას“ იწყებს. მიზანი „პოლიტიკური ბრძოლის გააქტიურებაა თითოეულ ქალაქსა და სოფელში“.  ისინი ამბობენ, რომ ხალხი მიტაცებულ ძალაუფლებას დაიბრუნებს და თავისუფალ არჩევნებს ჩაატარებს. პოლიტიკურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება პარლამენტთან გამართულ აქციაზე გააკეთეს. 19 ივლისის აქციაზე არ იმყოფებოდნენ „გახარია საქართველოსათვის“ და „ლელოს“ წარმომადგენლები.