ოპოზიციის გეგმები - შეფასება პოლიტიკურ სპექტრში

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალი გაერთიანება – „გამარჯვების პლატფორმა“ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების თემაა. „სტრატეგია აღმაშენებელში“ ამბობენ, რომ კონსულტაციები პარტიებთან უკვე დასრულებულია და შემოდგომაზე კი ნაცნობ და ახალ სახეებს ერთად წარადგენენ.

ამ გაერთიანებას დიდ შეცდომას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი. ბაჩო დოლიძის განცხადებით, სხვადასხვა პარტიის ერთი ნომრით და ერთი სიით გასვლა სტრატეგიულად არასწორია. „ქართულ ოცნებაში“ კი მიაჩნიათ, რომ ეს ერთობა მხარდაჭერის მოპოვებას ვერ შეძლებს.