ოპოზიციის გეგმები - პოლიტიკური შეფასებები

გაერთიანდებიან თუ არა ოპოზიციური პარტიები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე. ბადრი ჯაფარიძისა და ლევან ხაბეიშვილის შეთავაზებები კვლავ აზრთა სხვადასხვაობის თემაა პოლიტიკურ ჯგუფებში. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიასთან რაიმე ფორმით მუშაობა „ლელოსთვის” არასწორი ტაქტიკაა.

ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ერთობაზე საუბარი ადრეა, თუმცა მათთვის პოლიტიკურად მისაღები არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ლელოს“ წინადადებაა. ერთადერთი პარტია, რომელიც წარმატებას „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ვერ ხედავს, „სტრატეგია აღმაშენებელია“. „ქართულ ოცნებაში“ საკითხს სერიოზულად არ აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ არც ოპონენტების გაერთიანების და არც დამოუკიდებლად მოქმედების შემთხვევაში, 2024 წლის არჩევნებში მათ გამარჯვების რესურსი არ ექნებათ.