ოპოზიციის გეგმები - პარლამენტის პიკეტირება 

ჯერ უცნობია, მოახდენს თუ არა დაანონსებული დიალოგი რაიმე გავლენას ოპოზიციის სამომავლო სტრატეგიაზე. თუმცა, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგაც კი, რომელიც დღის პირველ ნახევარში გაიმართა, პიკეტირების გეგმა ძალაში რჩებოდა. სახელმწიფო უწყებებთან აქციები ხვალიდან იწყება. პროტესტის ამ ფორმისთვის პირველ ადგილად პარლამენტი შეირჩა. როგორც ოპოზიციის ლიდერები განმარტავენ, შენობის ბლოკირება არ მოხდება და ყველა დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში შესვლას უპრობლემოდ შეძლებს.

ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა და უწყვეტი პროტესტითა და აქციებით ხელახალი არჩევნების მიღწევა, – ასე ხსნის ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმას, რომელიც ქუჩაზე გადის.