ოპოზიციის გეგმები - გამოხმაურება

„ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებულ აქციას ოპოზიციის ნაწილი იზიარებს, ნაწილი კი, ქუჩის აქციებში ჩართვას არ აპირებს. „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებების პიკეტირების გეგმას უერთდება. „ლელოში“ კი ამბობენ, რომ მთავარი მოთხოვნების მხარდამჭერებად რჩებიან.