ოპოზიციის გეგმები და მოწოდებები
26 მაისისთვის ემზადება ოპოზიციური ალიანსი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების ოპონენტები პროტესტის დღედ ეროვნულ დღესასწაულს ირჩევენ. თუ 2025 წლის 26 მაისს ოპოზიცია სამხედრო აღლუმის ჩაბარებას გეგმავდა, წელს ეროვნული მობილიზაციის კამპანიას ატარებს და მასშტაბურ აქციას აანონსებს. რამდენად მრავალრიცხოვანი იქნება შეკრება, ეს ხუთ დღეში გაირკვევა. მანამდე კი ისევ უცნობია, რა გეგმით აპირებს მოქმედებას ოპოზიციური ალიანსი. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შიდა დაპირისპირება ახალ ეტაპზე გადავიდა. მთავარი ფიგურანტი ისევ ექს-პრეზიდენტია. ალიანსის ქმედებებით უკმაყოფილო მიხეილ სააკაშვილმა, ყოფილი თანაგუნდელები მშიშრებად ამჯერად სასამართლო დარბაზიდან მოიხსენია და მათ 26 მაისს „მიწოლისკენ“ მოუწოდა.
„მიწოლას“, დამხობა ამჯობინა ბაჩო ახალაიამ. პატიმრობაში მყოფი, კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ, სწორედ დამხობის ბრალდებით დააკავეს, არჩევნებს გამორიცხავს და ხელისუფლების ცვლილების გზად ისევ რადიკალურ ქმედებებს ასახელებს.