ოპოზიციის გეგმები

15:08, 28.09.2025

ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებულ ხელისუფლების „მშვიდობიან დამხობამდე“ ერთ კვირაზე ნაკლები რჩება. თვითმმართველობის არჩევნების დღეს საპროტესტო აქცია რამდენიმე ლოკაციაზეა დაგეგმილი, შეკრების საბოლოო წერტილი კი რუსთაველის გამზირი იქნება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ დარწმუნებულები არიან, რომ 4 ოქტომბერი „ქართული ოცნების“ დასასრული იქნება. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, – „ლელოს“ წევრები კენჭისყრის დასრულების შემდეგ აქციაზე მისვლას აპირებენ, „გახარია საქართველოსთვის“ კი რადიკალურ გეგმებს ემიჯნება. დაგეგმილ პროტესტს სკეპტიკურად უყურებს „გირჩი“.

მმართველი პარტია კი ოპონენტებს აფრთხილებს, რომ ყველა კანონდარღვევას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

მსგავსი