ოპოზიციის გეგმები 

ათამდე ლიდერის დაკავების მიუხედავად, ბარიერგადალახული პარტიები ერთიან სამოქმედო გეგმაზე ვერ თანხმდებიან.

გაურკვევლობა ნარჩუნდება ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზეც. გახარიას პარტიის შემდეგ, ერთადერთი, ვინც ცალსახად აცხადებს, რომ საარჩევნო მარათონში ჩაერთვება, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი ალეკო ელისაშვილია. არგუმენტით, რომ ოპოზიციას დიდი ქალაქებში გამარჯვების შანსი აქვს, ელისაშვილი პლატფორმის წევრებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ასეთივე ცალსახა პოზიცია, ჯერ-ჯერობით არ აქვთ პარტია „ლელოში“, სადაც თემაზე მხოლოდ შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს. უცვლელია „ნაციონალური მოძრაობისა“ და ახლების პოზიციაც – პარტიებში „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავენ. თუ საბოლოო გადაწყვეტილება ბოიკოტია, მაშინ როგორი უნდა იყო სამომავლო სტრატეგია – ოპოზიციის ნაწილი გამოსავალს ისევ ქუჩის პროტესტის გაძლიერებაში ხედავს.