ყოფილი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამოქმედო სტრატეგია, ახალი საპარლამენტო არჩევნების მზადებასთან ერთად, კოალიციური მთავრობის ფორმირების შესახებ, პოლიტიკურ სპექტრში ისევ განხილვის თემაა.
როგორც ჩანს, ინიციატივა შეთანხმებული არ იყო მთელ ოპოზიციურ სპექტრთან, რადგან იდეამ პოზიციები ამჯერადაც გაყო. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ზურაბიშვილის ამ ინიციატივას ფიასკო ელოდება.