ოპოზიციის გეგმები
სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულმა გეგმამ ოპოზიციურ ფლანგზე უთანხმოების ახალი თემა გააჩინა.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის პარალელურად კოალიციური მთავრობის ფორმირების იდეა პოლიტიკური აქტორების ნაწილისთვის მიუღებელია. ინიციატივისადმი საკუთარი სკეპტიციზმის დემონსტრირებას არ ერიდება „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის ლიდერთა რიტორიკა ყოფილი პრეზიდენტის მისამართით ბოლო პერიოდში საგრძნობლად არის გამწვავებული. მაშინ, როცა ექს-პრეზიდენტი წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში სამოქმედო გეგმებს აწყობს, პლატფორმიდან გასული ყოფილი მმართველი პარტიის ცალკეული ლიდერები წინააღმდეგობის გაძლიერების და დედაქალაქში გენერალური ბრძოლების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამავე პარტიიდან ისმის გამაფრთხილებელი გზავნილებიც იმ პოლიტიკური ძალების მისამართით, ვისაც თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობაზე მკაფიო პოზიცია დაფიქსირებული არ აქვთ.