ოპოზიციის გეგმები

ოპოზიციის გეგმები უცვლელია.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ საპროტესტო მუხტი არ შეწყდება სანამ არ მოხდება „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ უკან გაწვევა. მათივე განცხადებით, აქციებს აქვს მშვიდობიანი ფორმა და ახალგაზრდების მხრიდან რაიმე ძალადობრივი ქმედებები არ განხორციელებულა.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ადამიანები ახალგაზრდებს უბიძგებენ, რომ ვითარება მაქსიმალურად დაიძაბოს. მათი განცხადებით, აქციებზე გამოჩნდა აქტივისტების მხრიდან კანონის უხეშად დარღვევის ფაქტები. „ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლება არაკონსტიტუციური გზებით შეცვლას.