ოპოზიციის გეგმები

რა ფორმით წარდგება ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე და რომელი პარტიები შექმნიან კოალიციებს – ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური კითხვა ამ დრომდე პასუხგაუცემელია.

ნიკა მელია, რომელიც ბოლო პერიოდია პარტიის შექმნას აანონსებს, კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს. ის ერთობის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. „ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა და მომავლის რწმენა. ხალხის ერთობა, რომელსაც ბევრად მეტი საერთო აქვს, ვიდრე წარსულში გაკეთებული განსხვავებული პარტიული არჩევანია “- წერს მელია სოციალურ ქსელში.