ოპოზიციის გეგმები

ოპოზიცია ახალ საპროტესტო ტალღას აანონსებს.

საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები ხვალ პარლამენტის პიკეტირებას და სირცხვილის დერეფნის მოწყობას გეგმავენ. სწორედ ხვალ იხსნება საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესია. თუმცა, პირველ სხდომას არ დაესწრებიან ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობენ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საარჩევნო მოდელზე შეთანხმების საკითხიც. მმართველ გუნდსა და ოპონენტებს შორის საარჩევნო საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ამ დრომდე არ დანიშნულა.