ოპოზიციის გეგმები

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციას ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. „სტრატეგია აღმაშენებელი“ სავარაუდოდ დღეს წარადგენს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით გაწერილ საკუთარ ხედვას, რომელიც გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქმესა და შედეგზე იქნება ორიენტირებული.

ოპოზიციურ სპექტრში აცხადებენ, რომ მათ მიერ შემუშავებული გეგმა არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების გეგმებთან სრულ თანხვედრასა და სინქრონიზაციაში იქნება და სწორედ საერთო კონსენსუსის შემდეგ გააცნობენ აღნიშნულ გეგმას საზოგადოებას. გეგმის წარდგენამდე კი შეუერთდებიან სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ ყველა აქციას.