ოპოზიციის გეგმები

ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ ერთიან სამოქმედო სტრატეგიას ათანხმებენ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და რამდენიმე მედიასაშუალების მენეჯერები.

დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრის მონაწილეები საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აცხადებენ და დარწმუნებულები არიან, რომ  ამ ნაბიჯით ხელისუფლება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაბლოკვას მიზანმიმართულად ცდილობს. საპროტესტო აქციები თუ სხვა აქტივობებიც – შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა ფორმით გააპროტესტებენ სასტუმრო „რედისონში“ შეკრებილები ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებლის დაპატიმრებას. გვარამიას უარის მიუხედავად, ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი პრეზიდენტს მიმართავს და შეწყალების ინსტრუმენტის გამოყენებისკენ მოუწოდებს.