„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია და ოპოზიციის გეგმები 

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „ნაციონალური მოძრაობა“ ფართომასშტაბიან აქციას აანონსებს, რომელიც 14 ოქტომბერს გაიმართება. ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით დაგეგმილ პროტესტს არ უერთდებიან, თუმცა მიაჩნიათ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ. რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას არც სამართლებრივი და არც მორალური საფუძველი არ გააჩნია და მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მიზანი დესტაბილიზაცია და არჩევნების ჩაშლაა.