ოპოზიციის გეგმები

გათავისუფლების შემდეგ ნიკა მელია თანაგუნდელებთან ერთად კონსულტაციებს მართავს.

პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე პარტიის შიგნით პოზიციები გაყოფილია. ნაწილი შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერის და საკანონმდებლო ორგანოში შესვლის კატეგორიული წინააღმდეგია, მეორე ნაწილი კი 19 აპრილს გაფორმებული დოკუმენტის მიღების და საპარლამენტო საქმიანობის დაწყებას ემხრობა. განიხილება კიდევ ერთი გზა, რომელიც საპარლამენტო მანდატების მიღებას მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერის გარეშე გულისხმობს. მიზეზი დოკუმენტის პირველი პუნქტში ჩაწერილი ამნისტიის აქტია, რომელსაც მელია და თანაპარტიელების ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პარალელურ რეჟიმში კონსულტაციებია დაანონსებული თვითმმართველობის არჩევნების გარშემო. ერთად თუ ცალ-ცალკე – ცალკეული პარტიების განცხადებების მიხედვით, მოახლოებულ არჩევნებზე ოპოზიციის კოორდინაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

 

დატოვე კომენტარი