ოპოზიციის გეგმები

ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლას და საგამოძიებო კომისიის, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნების შესახებ დასკვნა უნდა დადოს, მუშაობის პროცესში ჩართვას ისევ არა პირებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და გადაწყვეტილებას მხოლოდ ხელახალი არჩევნების შემთხვევაში შეიცვლიან.

ამ ეტაპისთვის „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღთან დაკავშირებით გამოვიდნენ ინიციატივით. „ლელოში“ აცხადებენ, რომ არჩევნები 2022 წელს უნდა გაიმართოს, „სტრატეგია აღმაშენებელი“ კი ხელახალი არჩევნების ჩატარებას წელსვე მოითხოვს.

როგორია სხვა ოპოზიციური პარტიების პოზიცია ამ წინადადების შესახებ, ჯერჯერობით საერთო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ახალი არჩევნების საკითხი დღის წერიგში ვერ დადგება.