ოპოზიციის გეგმები

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ისევ ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, თუ მოლაპარაკებების გზით მიზანს ვერ მიაღწევენ, გაზაფხულზე პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს. ოპოზიციის ნაწილის ამ მოსაზრებას ემიჯნება პარტია „მოქალაქეები“. მათი აზრით, თუ „ქართული ოცნება“ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და საარჩევნო რეფორმას დათანხმდება, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებენ. პარტია „გირჩში“ მიაჩნიათ, რომ განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, კრიზისიდან გამოსასვლელ ალტერნატიულ გზებზე მსჯელობა ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის უნდა გაგრძელდეს. მიუხედავად დაპირიპირებისა, ოპოზიციის ნაწილი კვლავ ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობაზე საუბრობს. მათი განცხადებით, დაპირისპირების საკითხზე საჯაროდ საუბარს აღარ აპირებენ.