ოპოზიციის გეგმები

ოპოზიცია გეგმებს არ ცვლის და პარლამენტში შესვლაზე კვლავ უარს აცხადებს. ხელისუფლების ოპონენტები კომპრომისის ვარიანტად რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ასახელებენ. მათი განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და ხელისუფლებისგან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე შესაბამის წინადადებას ელოდებიან. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მკაცრი იყო მმართველი გუნდის მიმართაც. რაც შეეხება უმრავლესობას, მმართველი გუნდი შაბათს დაგეგმილი არჩევნებისათვის ემზადება და პოლიტიკურ კონკურენტებს საარჩევნო პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებს.