ოპოზიციის გეგმები

შედგება თუ არა მოლაპარაკება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის? საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით დიალოგის დაწყებას ყველა პარტია ემხრობა, თუმცა ოპოზიციას საკუთარი პირობები აქვს. ხელისუფლების ოპონენტები განმეორებით არჩევნებს და ცესკო-ს ადმინისტრაციის შეცვლას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში, ოპოზიცია მოლაპარაკების აზრს ვერ ხედავს და საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავს.