ოპოზიციის გეგმა თვითმმართველობის არჩევნებზე 

ხელახალი საპარლამენტო თუ თვითმმართველობის არჩევნები – რისთვის ემზადება ოპოზიცია. მინუციპალურ არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით რამდენიმე პარტიის ბუნდოვან პასუხთან ერთად ოპოზიციის სამომავლო გეგმებში კითხვის ნიშნებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებიც აჩენს. შალვა პაპუაშვილი მეორე დღეა ამტკიცებს, რომ როგორც „ლელო“, ისეა „გახარია საქართველოსთვის“ თვითმართველობის არჩევნებისთვის აქტიურად ემზადება, ამომრჩეველს კი საპირისპიროს უმტკიცებს. პარლამენტის სპიკერის განცხადებების მიუხედავად, ადრესატები ცალსახა პოზიციის დაფიქსირებისგან ისევ თავს იკავებენ, ნებისმიერი არჩევნებისთვის მზადებას კი პოლიტიკური პარტიის მოვალეობად აცხადებენ. ბარიერგადალახული პარტიებიდან   თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ამ ეტაპზე კატეგორიულად მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახლები“ გამორიცხავენ.

რამდენ საარჩევნო სუბექტს შორის მოუწევს საქართველოს მოსახლეობას არჩევანის გაკეთება – პოლიტიკური პარტიებისგან პასუხების მიღება თამარ წიკლაურმა სცადა.