ოპოზიციის გეგმა – მზადება 26 მაისისთვის
26 მაისის აქციის მზადების და კარდაკარ შეხვედრების პარალელურად, ოპოზიციური ალიანსი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის გეგმაზე მუშაობს. ამისთვის მათ გარკვეული პირობები აქვთ – ექვსი პირობა ალიანსში შემავალი პარტიების წევრებმა დღეს მედიასთან გააჟღერეს – მათ შორისაა არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარება, რეპრესიული კანონების გაუქმება და აქციების დროს დაკავებული პირებისა და პოლიტიკოსების გათავისუფლება. მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ისინი ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას განიხილავენ. მანამდე კი ალიანსის ლიდერები, როგორც თვითონ ამბობენ: „26 მაისის აქციაზე თავების დათვლას აპირებენ – “გვახსოვდეს, რომ თავებს ყველა დაითვლის: საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც! კეთილმოსურნეც და არაკეთილმოსურნეც! ჭკვიანიც და სულელიც! გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!“ – განაცხადა ალიანსის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ. ალიანსის მიერ 26 მაისს დაანონსებულ აქციას სკეპტიკურად უყურებს როგორც ოპოზიციის მეორე ნაწილი, ასევე მმართველი გუნდი.