ოპოზიციის გეგმა - მამუკა ხაზარაძის განცხადება

ოპოზიციის გეგმას პარლამენტის შენობის პიკეტირებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი  გამოეხმაურა. მოამბის შეკითხვაზე, შეუერთდება თუ არა ის პიკეტირებას, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მხოლოდ კანონის ფარგლებში იმოქმედებს. ეს განცხადება მან ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მამუკა ხაზარაძე „ლელოს“ სხვა ლიდერებთან ერთად, მწერლებსა და საზოგადოების აქტიურ წარმომადგენლებს შეხვდა და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დაარსდა საზოგადოებრივი პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც  ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით  აქტიურად იმსჯელებენ.