არჩევნებზე უარის თქმა და დაანონსებული აქცია. რვა ოპოზიციური პარტიის მიმართვა შეფასებების თემაა. ერთობლივი მოწოდება რომელიც „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გაახმოვანა, ნათქვამია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, უარი უნდა თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას. მისივე განცხადებით, ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად, 31 აგვისტოს იწურება, საკითხის მოსაგვარებლად კი, მმართველი გუნდი არაფერს აკეთებს. ამ მიზნით, ოპოზიცია 13 სექტემბერს აქციას აანონსებს. მიმართვას ხელს აწერენ „თავისუფლების მოედანი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“ და „ევროპული საქართველო“.