ოპოზიციის გეგმა – გამოხმაურება
ახალი ოპოზიციური ალიანსი – სამოქმედო გეგმა და მიზნები. ოპოზიციის ნაწილი აღნიშნული გაერთიანების იდეას ემხრობა და ფიქრობს, რომ დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში საუკეთესო გამოსავალი ძალების გაერთიანება და ერთად ბრძოლაა. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამ ერთობას სკეპტიკურად აფასებს. მათი თქმით, ასეთი გაერთიანებები ადრეც უნახავთ და ამას საზოგადოებისთვის პოზიტიური არაფერი მოუტანია. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, „ოპოზიციურ ალიანსს“ წარმატების შანსი არ აქვს.