ოპოზიციის გეგმა და უმრავლესობის პოზიცია

აქციები, პიკეტირება, სირცხვილის დერეფანი, – ოპოზიცია არჩეულ სტრატეგიას არ ცვლის.

დღის განმავლობაში მოვლენების ეპიცენტრში მმართველი პარტიის ოფისი და რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულება მოექცა. ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტებსა და ადგილობრივებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ორი დღის წინ გამართულ შეხვედრაზე მმართველი გუნდის პოზიციის მოსმენის მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები გამოსავლის გზად კვლავ ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელს განიხილავენ და არ გამორიცხავენ, რომ 30-მდე პარტიის მიერ შემუშავებულ ინიციატივას კანონ-პროექტის სახეც მისცეს. კონსტიტუციასთან შეუსაბამობის არგუმენტით ხელისუფლება შეთავაზებული მოდელის განხილვას გამორიცხავს და სხვა წინადადების შემთხვევაში ოპონენტებს კვლავ მოლაპარაკებათა მაგიდასთან ელოდება.