მანდატების გაუქმების მოთხოვნა და პოზიციის წერილობითი დადასტურება. ცოტა ხნის წინ საკანონმდებლო ორგანოს განცხადებებით მიმართეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა.
მანამდე კი ამ მოთხოვნით პარლამენტს განაცხადი ონლაინ გაუგზავნა გიორგი ვაშაძემ, თუმცა, უცნობია მისი თანაგუნდელი „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა. ბუნდოვანია ასევე, რას აპირებს კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“. მაგალითად, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ განაცხადს შალვა პაპუაშვილის სახელზე ვერ დაწერს, რადგან ის პარლამენტის ლეგიტიმაციას არ ცნობს. რაც შეეხება გახარიას პარტიას, ისინი ამ ეტაპზე მანდატების გაუქმებას არ აპირებენ, თუმცა, არც საკანონმდებლო ორგანში საქმიანობას განიხილავენ.