ოპოზიციის გეგმა და საპარლამენტო მანდატები
საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე ისაუბრა ევროპარლამენტში მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში თინა ბოკუჩავას, ნიკა გვარამიასა და რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მიღებულ რეზოლუციაში გაწერილია ნაბიჯები, ინდივიდუალური შეზღუდვების დაწესებაზე. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან, აქცენტია გაკეთებული მოგზაურობის აკრძალვაზეც. მარკეტა გრეგოროვას თქმით, ეს პაკეტი არის ძალიან მიზანმიმართული და მნიშვნელოვანი.
ამავე პრესკონფერენციაზე ისაუბრა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემაც. მისი განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი საარჩევნო პროცესი ერთ წელიწადში. განცხადებები გააკეთეს ქართველმა ოპოზიციონერებმაც. გზავნილებს გამოხმაურება მოჰყვა თბილისში.