„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ვრცელ წერილში მშვიდობიანი დამხობის გეგმაზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს და აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს შიდა და გარე მტრები არეულობის კიდევ ერთ შესაძლებლობად განიხილავენ.
ვიდრე გაირკვევა, რა გეგმით იმოქმედებს ოპოზიციის ნაწილი. დაგეგმილ აქციამდე გაკეთებული ძალადობრივი მოწოდებები უკვე გახდა ზვიად კუპრავას დაკავების მიზეზი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელმაც სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა და აქციის მონაწილეებს არჩევნების ჩაშლისკენ მოუწოდა, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობის მუხლებით დააკავეს. მაშინ, როდესაც მშვიდობიანი დამხობის თავისუფლებაზე მყოფ ინიციატორთა წრე ვიწროვდება, მსოფლიო ბანი მზადებას განაგრძობს და ოთხი ოქტომბრისთვის დაგეგმილი აქციისთვის ნებართვას და სცენისთვის საჭირო აღჭურვილობას მერიას სთხოვს. პაატა ბურჭულაძეს დედაქალაქის მთავრობიდან უკვე უპასუხეს.