ოპოზიციის გეგმა და მანდატების დათმობის საკითხი
ბარიერგადალახული ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს, თუმცა ოპოზიციის წევრი 61 დეპუტატიდან, მანდატის დატოვების მოთხოვნაზე ოფიციალური განცხადება ამ დრომდე მხოლოდ გიორგი ვაშაძეს აქვს დაწერილი. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მან პარლამენტის კანცელარიას ინდივიდუალურად, თანაგუნდელებთან კონსულტაციის გარეშე, ელექტრონული ფოსტით მიმართა.
რა პოზიცია აქვთ და რას აპირებენ სხვა ოპოზიციონერი ლიდერები, – თემაზე ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს „ძლიერი საქართველო“.
თათია ტაბეშაძის პირდაპირი ჩართვა #მოამბე