ოპოზიციის გეგმა

როგორია ოპოზიციის გეგმები – რომელი პოლიტიკური პარტიები გაერთიანდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან პარტია „ლელოსთან“? ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ წითელი ხაზები არ არსებობს და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანი კოორდინაციაა აუცილებელი. „ლელოში“ კი აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, კავშირს ყველასთან ხედავენ და კონსულტაციები გარკვეულ პარტიებთან უკვე დაწყებულია.