ოპოზიციის გეგმა

რა გეგმები აქვს ოპოზიციას, რომელი პოლიტიკური პარტიები გაერთიანდებიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან პარტია „ლელოსთან“ ჯერ-ჯერობით უცნობია.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ წითელი ხაზები არ არსებობს და კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ოპოზიციის ერთიანი კოორდინაციაა აუცილებელი. „ლელოში“ კი აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, კავშირს ყველასთან ხედავენ და კონსულტაციები გარკვეულ პარტიებთან უკვე დაწყებულია. დამოუკიდებელი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე რაიმე სახის შეხვედრებს უარყოფს და აღნიშნავს, რომ ნებისმიერ გაერთიანებაზე საუბარი ადრეა და ჯერ კიდევ მუშაობაა საჭირო. „ქართულ ოცნებაში“ საკითხს სერიოზულად არ აღიქვამენ და მიაჩნიათ, რომ არც გაერთიანებით და არც დამოუკიდებლად მოქმედების შემთხვევაში, 2024 წლის არჩევნებში ოპოზიციას გამარჯვების შანსი არ აქვს.