27 ქვეყნის საელჩოების ერთობლივ განცხადებას, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას მხარს არ უჭერენ, არ ეთანხმება მმართველი გუნდი.
ვენის კონვენციის უხეში დარღვევა, შიდა საქმეებში ჩარევა და რადიკალიზმის წახალისება – „ქართული ოცნებიდან“ დასავლელი პარტნიორების მისამართით ბოლო პერიოდში, სულ უფრო მძიმე ბრალდებები ისმის. დაანონსებული მშვიდობიანი დამხობის მხარდაჭერად განიხილება, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაც, რომლითაც ანიტა ჰიპერმა ოთხ ოქტომბერს დაანონსებული აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა. იმ შემთხვევაში თუ დაანონსებული პროტესტი არეულობაში გადაიზრდება, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას ოპოზიციასთან ერთად ბრიუსელსაც აკისრებს. პროცესების რადიკალიზაციის მოლოდინს მმართველ პარტიას ოპონენტთა ბოლოდროინდელი განცხადებებიც უმყარებს. დამხობის გეგმაში მსოფლიო ბანის შემდეგ, კიდევ ერთი მომღერალი პოლიტიკოსი ერთვება და სტრატეგიული ობიექტების ბლოკირება-პიკეტირებისთვის საჭირო ხალხის რაოდენობას ითვლის. რა იგულისხმება მშვიდობიან დამხობაში, 10 დღეში გაირკვევა, მანამდე კი რევოლუციური გეგმის ავტორების კრიტიკოსთა წრე ოპოზიციაშიც ყოველდღიურად ფართოვდება.