ოპოზიციის გეგმა 4 ოქტომბერს – შეფასებები
კვლავ შეფასებების თემაა 4 ოქტომბერს დაანონსებული აქცია. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ პროტესტი მასშტაბური იქნება, რომელშიც 100 000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას და სწორედ ამ დღეს აუცილებლად მოხდება რუსული ოლიგარქიული რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციას ხელისუფლების შეცვლის რესურსი არ გააჩნია და იმ შემთხვევაში, თუ შეკრება მშვიდობიან ფორმას გასცდება, ხელისუფლება კანონის მიხედვით იმოქმედებს.