4 ოქტომბრის მოახლოების პარალელურად ხელისუფლების ტონი სულ უფრო მკაცრდება.
მმართველი გუნდი „მშვიდობიანი დამხობის“ ინიციატორებს აფრთხილებს კანონის ფარგლებს არ გასცდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოპონენტებს მკაცრ რეაგირებას ჰპირდება. იმას, რომ „მშვიდობიანი დამხობის“ ინიციატორები არც თუ ისე მშვიდობიანი ქმედებებისთვის ემზადებიან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსიც ადასტურებს. მამუკა მდინარაძე ოპონენტთა მხრიდან პროცესების რადიკალიზაციის მცდელობებს ელოდება და აცხადებს, რომ კანონდარღვევებს სახელმწიფოს მძიმე პასუხი მოჰყვება. რაც შეეხება მშვიდობიან დამხობის ინიციატორებს, არაერთი კითხვის მიუხედავად, ისევ უცნობი რჩება, რა რესურსით და გეგმით აპირებს მსოფლიო ბანი ხელისუფლების გადაბარებას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეკრება 4 ოქტომბერს 16:00 საათზე რამდენიმე ადგილას გაიმართება.