ოპოზიციის გეგმა 

ახლა საინტერესოა, შეცვლის თუ არა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და სასამართლო გადაწყვეტილებები ოპოზიციის ნაწილის საარჩევნო გეგმებს და ტაქტიკას.

ციხეში წასვლამდე ოპოზიციისადმი გიორგი ვაშაძის მოწოდება ერთიანობა იყო. დაკავებამდე იგივე გზავნილი ჰქონდათ „ლელოს“ ლიდერებსაც, თუმცა ისინი ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებას თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დისკუსიის იდეის გარშემო სთხოვენ. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ფიქრობენ, რომ ოპოზიციას თბილისის მოგების რესურსი აქვს და ხელისუფლების დამარცხება სწორედ დედაქალაქიდან უნდა დაიწყოს. თუმცა მერების და საკრებულოების არჩევნებში ჩართვა კვლავ წითელ ხაზად რჩება „ნაციონალური მოძრაობისა“ და კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერებისთვის, რომელთა აზრით ახალი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის გზა ხელისუფლების ლეგიტიმაციის არ აღიარებაზე, ბოიკოტზე და საერთაშორისო სანქციებზე გადის. კეთდება ცალკეული განცხადებები მშვიდობიანი დამხობის გეგმაზეც, რომლის ავტორი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია.

თათია ტაბეშაძე არკვევდა, შეთანხმებული აქვს თუ არა 4 ოქტომბრამდე ეროვნული მობილიზების ინიციატივა ხაბეიშვილს ყოფილ მმართველ პარტიასთან და რა იგულისხმება სალომე ზურაბიშვილის მიერ ნახსენებ ერთიან ოპოზიციურ გეგმაში.