არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ეუთო/ოდირისთვის წერილს გაგზავნას გეგმავს. ოთხი ოპოზიციური პარტია ეუთო/ოდირს საერთო წერილს უგზავნის და „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას სთხოვს, რომელიც საქართველოში სპეციალური მისიის გაგზავნას გულისხმობს. მათი განცხადებით, მისიამ უნდა შეისწავლოს საარჩევნო კანონდარღვევები და ძალადობრივი ფაქტები. ოპოზიციის წარმომადგენლების განმარტებით, წერილში საუბარია ჩატარებულ არჩევნებსა და აქციების დროს ძალადობის შემთხვევებზე. ასევე წერილს დართული ექნება სხვადასხვა მტკიცებულება, მათ შორის საია-ს ანგარიში, სადაც სხვადასხვა გადაცდომებზეა საუბარი.