ოპოზიციის ერთობლივი წერილი

ოპოზიციის ნაწილი ერთობლივ წერილს ავრცელებს. მიმართვის ადრესატები ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ევროპული პარლამენტის პრეზიდენტი და ნატო-ს გენერალური მდივანი არიან. ისინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესზე საუბრობენ, ადანაშაულებენ მმართველ გუნდს დემოკრატიის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯებში და აცხადებენ, რომ 2 ოქტომბერს თუ „ქართული ოცნება“ 43 % -იან ბარიერს ვერ გადალახავს,  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

რა შეფასებები გაკეთა – თეონა მანაგაძე განავრცობს თემას.