ოპოზიციის ერთობლივი მემორანდუმი და მზადება არჩევნებისთვის

მორიგი ოპოზიციური შეთანხმება და დოკუმენტი, რომელსაც ხელს 27 პარტია აწერს. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას არ მისცემენ და ამ მიზნით, აქტიური თანამშრომლობის ეტაპზე გადადიან.

რა სტრუქტურით იმუშავებს ამომრჩეველთან ხმების დაცვის შტაბი. აყენებს თუ არა ოპოზიციურ ერთობას ჩრდილს მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებული გაუგებრობა და გახდება თუ არა ისანი დედაქალაქში კიდევ ერთი მაჟორიტარული ოლქი, სადაც ერთი მაგიდის გარშემო მსხდარი ოპოზიცია, „ქართული ოცნების“ გარდა, კონკურენციას ერთმანეთსაც გაუწევს.  დღეს ხელმოწერილი მემორანდუმის შემდეგ, მორიგი დოკუმენტი, რომელზეც მმართველი გუნდის ოპონენტები მუშაობას  სექტემბრიდან აპირებენ, არჩევნების  შემდგომ, „ქართულ ოცნებასთან“ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე უარის თქმას ითვალისწინებს.