მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ ხელისუფლების ოპონენტებმა მედიასთან განაცხადეს, ექს-პრეზიდენტმა მათ ინფორმაცია მიაწოდა მიუნხენში გამართული შეხვედრების შესახებ, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული პროცესები იყო. რაც შეეხება სამოქმედო გეგმას შეხვედრის მონაწილეები თანხმდებიან, რომ ქუჩაში პროტესტი და დასავლელი პარტნიორებისგან ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, რაც საბოლოოდ ახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი გახდება – თეონა ხუბულავამ მოისმინა შეხვედრის შემდგომ გაკეთებული განცხადებები.