ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ახალი გეგმა – ისინი გეგმავენ შეადგინონ იმ ადამიანების სია, რომელთა დასანქცირებასაც მოითხოვენ და დოკუმენტს პირველ რიგში ევროპელ პარტნიორებს წარუდგენენ. მათი თქმით, სიაში შევა ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია უკანონო დავალებების შესრულებაში. ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაციები გუშინ სალომე ზურაბიშვილთან გამართეს. მანამდე კი ბოლო დღეების განმავლობაში გიორგი ვაშაძე კოლეგა ოპოზიციონერებს ერთიანობისკენ მოუწოდებდა. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი ქვეყნის დაზიანებაა.