ანდრეს მამიკინსის პირველი კომენტარი

ევროპარლამენტარი ანდრეს მამიკინსი ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით ბრიუსელში „მოამბესთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

„თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ სიტყვას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად კანდელაკის მიმართ, მე არ ვარ არც ასადის პრესცენტრი და არც პუტინის მეგობარი. კანდელაკს და სხვა ჩემს კოლეგებს როდესაც შევხვდი საქართველოში, ჩვენ გვქონდა ძალიან გულახდილი საუბარი. არ მაქვს პრობლემა შეხვედრის არც გრიგოლ ვაშაძესთან და არც კანდელაკთან. თუ მათი სურვილი იქნება, მაშინ მე მათ შეხვდები. ახლაც დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი. ქართველები ჩემი მეგობრები არიან. მე თქვენ გგულშემატკივრობთ და თქვენს ევროპულ მომავალს ვგულშემატკივრობ“,- განაცხადა მამიკინსმა პირველ არხთან საუბრისას.