ოპოზიციის ბრალდებას მინისტრთა კაბინეტის წევრები პასუხობენ

მინისტრთა კაბინეტის წევრები სპეკულაციას უწოდებენ ოპოზიციის განცხადებების იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული სიახლე, შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს. აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ თემაზე მთავრობამ მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყო და შესაბამისად, პროცესი არ უკავშირდება არჩევნებს.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ ისაუბრა, არის კომპანია ვივუსის გადაწყვეტილება. მინისტრი ამბობს, რომ მისი ვარაუდით, შესაძლოა, ვივუსის უარის მიზეზი გამოსყიდვის ფასთან დაკავშირებული მოლაპარაკებაა, თუმცა ქობულია ამბობს, რომ ის ამ მოლაპარაკებებში ჩართული არ ყოფილა და შესაბამისად, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს.