ოპოზიციის ბრალდება – მმართველი გუნდის პასუხი
ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის ბრალდებების მთავარი ხაზი ისევ რუსი ტურისტების სიმრავლეა. „ნაციონალური მოძრაობა“ ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მგზავრთნაკადის უკონტროლო ზრდაზე და რუსი მოქალაქეების მასობრივად შემოდინებაზე მიუთითებს.
ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ სამართალდამცავმა უწყებამ სტატისტიკაც გამოაქვეყნა. მმართველი გუნდი კი ბრალდებების საპასუხოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ აგვისტოს ომიდან მალევე მათი ლიდერის სწორედ რუსი ტურისტებისადმი ლოიალურ განწყობასა და საქართველოში მოგზაურობისკენ მოწოდებებს ახსენებს.